- პროექტის სახელწოდება:ილია ჭავჭავაძე 170
- პროექტის მთავარი იდეა(ერთი-ორი წინადადებით): მოსწავლეები გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას და იმსჯელებენ ილიას როლზე ქართული ენის რეფორმის, ქართული ლიტერატურისა და კულტურის განვითარების საქმეში, ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის განვითარებაში.
- პროექტის აქტუალობა: ახალგაზრდები არასაკმარისად იცნობენ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. ისინი გაიაზრებენ და შეძლებენ იმსჯელონ იმ პრობლემების შესახებ, რომელთა მოგვარებისთვის იბრძოდა ილია. კერძოდ: ენის სიწმინდის, განათლების, ეკონომიკური წინსვლის, საზოგადოებაში ადამიანის როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ილიას შესახებ. .დაეუფლებიან კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს. განივითარებენ ისტ-ის გამოყენების უნარებს. ინფორმაციის მოძიებისა და გადამუშავების უნარებს. პრეზენტაციის უნარ- ჩვევებს.
- მონაწილეთა ასაკი 14-15 წელი.
- ვადები(ხანგრძლივობა) 8 კვირა.
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: მოსწავლეები შექმნიან ფოტოალბომს, მოამზადებენ პრეზენტაციას. შექმნიან ვიდეორგოლს. გამოსცემენ კედლის გაზეთს, მომაზადებენ რეფარატებს
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები- ფოტო და ვიდეო აპარატი. ინტერნეტზე წვდომა. მარკერები, ალბომი. ფორმატი ფლომასტერები სახატავი ფანქრები.
- პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები გაიყოფიან ჯგუფებად , 1_ლი ჯგუფი მოიძიებს მასალებს ილია ჭავჭავძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მე -2 ჯგუფი მოამზადებს სლაიდ-შოუს ილიას ბავშვობისა და მოსწავლეობის, სტუდენტობის, სამშობლოში დაბრუნებისა და მოღვაწეობის შესახებ. თითოეულ პერიოდზე იმუშავებს მოსწავლეთა 7-8 კაციანი ჯგუფები. მოსწავლეები მოამზადებენ ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებიდან ეპიზოდების ინსცენირებას. ჯგუფები გამოუშვებენ სასკოლო კედლის გაზეთს, გამართავენ დებატებს "მამათა და შვილთა ბრძოლის" შესახებ, მოამზადებენ რეფერატებს: "ილია და თანამედროვეობა","ილია და მართლმადიდებლობა". პროექტის მსვლელობისას მოხდება ვიდეო გადაღება და მომზადდება პროექტის ამსახველი ვიდეო, რომელიც განთავსდება ინტერნეტში.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ-სთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, ისტ, ხელოვნება.
- პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):ვაზიანის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თენგიზ ბეჟანიძე.
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა-tengizbejanidze@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგიhttps://tengizbejanidze.blogspot.com/
Tuesday, October 3, 2017
პროექტი ილია ჭავჭავაძე 170
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment